ფრანგული იარაღი სომხეთს საქართველოს გავლით - რა შეიცვალა?
სომხეთს, რომელიც ყარაბაღის მეორე ომში მარცხის შემდეგ სამხედრო შეიარაღების აღდგენასაა შეჭიდებული, საფრანგეთმა 24 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი გაუგზავნა - საქართველოს გავლით. ამან აზერბაიჯანი, რომელიც მუდმივად გმობს სომხეთის შეიარაღების მცდელობებს, გააღიზიანა.