ტოვებს თუ არა სომხეთი რუსეთის ორბიტას?
ერევანმა ჯერ წარმომადგენელი გაიწვია რუსეთის ლიდერობით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (კუხო), 13 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას არ მიიღებს ამ ორგანიზაციის მომდევნო სამიტში, რომელიც 23 ნოემბერს მინსკში გაიმართება.