Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

„ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავზე „გამარჯვების პლატფორმამ" პრიორიტეტები დაასახელა

23 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავზე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისში საიუბილეო ღონისძიება გამართა. პარტიამ მისი მმართველობის პერიოდში გატარებული რეფორმების გარდა სამომავლო ხედვები წარმოადგინა. შეკრებაზე დამსწრე ათეულობით ადამიანმა ევროპარლამენტის წევრების ანდრიუს კუბილიუსის და ანა ფოტიგას ვიდეომიმართვებიც მოისმინეს.

ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, რევოლუცია იყო სიგნალი რომ ამ ადგილას, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობას უწოდებენ, ხალხს უნდოდა ცვლილება დემოკრატიულ, ნორმალურ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება. 

„სწორედ ასე დაიწყო საქართველოსთვის გზა ევროპისკენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავივიწყებთ მიხეილ სააკაშვილის როლს, როგორც ვარდების რევოლუციის ლიდერის და მისი მთავრობის განხორციელებულ ყველა რეფორმას, რამაც გზა გაუხსნა საქართველოს გამხდარიყო ქვეყანა, რომელიც ევროპისკენ ისწრაფვის. ახლა საქართველოსთვის მარტივი დრო არ არის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ქვეყანას და მთავრობას დააბრუნებს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მომავალი წლის არჩევნები იქნება გადამწყვეტი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის, რადგან ევროპას სჭირდება საქართველო როგორც ქვეყანა, რომელიც არის გამჭვირვალე და ოლიგარქიისა და კრემლის გავლენებისგან თავისუფალი", - განაცხადა ევროპის პარლამენტის წევრმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და „ნაციონალური მოძრობის" დამფუძნებლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ ღონისძიების წინაშე წარადგინა პარტიის და ექსპრეზიდენტის 11-პუნქტიანი მანიფესტი:  „რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“.

ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, იგორ ნარმანიამ კი მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა. „განსხვავება ივანიშვილისა და შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმებს შორის არის მხოლოდ სპეცრაზმის ეკიპირებაში, მაგრამ ჩვენც მეტი ჯავშანი გვაქვს, - ნათქვამია სააკაშვილის წერილში. მისი განცხადებით, „ჩვენი ჯავშანი არის მეტი გამოცდილება, ბევრად უფრო მაგარი ახალი თაობა და ცივილიზებული დემოკრატიული სამყაროს ტოტალური მხარდაჭერა. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა. აქ საკითხი ზუსტად ასე დგას - ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება". 

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა „ვარდების რევოლუციის" მიღწევებზე ილაპარაკა და დაამატა: „ჩვენ ერთხელ უკვე დაგვიმარცხებია კორუფცია, ქვეყანა ამოგვიყვანია ჭაობიდან და ახლაც ასევე დავამარცხებთ, ავაშენებთ და ვემსახურებით ხალხს წარსულის შეცდომებზე გამობრძმედილები და ნასწავლები".

„გამარჯვების პლატფორმის" (ენმ, „სტრატეგია აღმაშენებელი") საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური გაერთიანების სამომავლო ხედვები წარადგინა. მან სიტყვით გამოსვლა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის რეკომენდაციაზე საუბრით დაიწყო.

„ქართულ ოცნებას" ხელისშეშლის მეტი არაფერი უკეთებია იმისთვის, რომ არ დამდგარიყო ეს დღე [საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება] და მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება დადებითი, მაგრამ მთავარი კითხვაც ჩანს - ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს რატომ გვაძლევს თუ პრორუსული ხელისუფლება გვყავს? ამას აქვს სამი მნიშვნელოვანი მიზანი: პირველი, ისინი [ევროკავშირში] ხედავენ ქართველი ერის ბრძოლას, მათ დაინახეს ასობით ათასი შეკრებილი გულანთებული ქართველი თბილისსა და სხვა ქალაქებში, იმისათვის, რომ ვითხოვდით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და გვითხრეს, დიახ, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

მეორე, ამით დაასრულეს რუსული დეზინფორმაცია, რომელსაც „ქართული ოცნება" დღენიადაგ იმეორებდა - „თუ ომს არ დავიწყებთ რუსეთთან, კანდიდატის სტატუსი არ იქნება“. გეოგრაფიულად შორს ვართ ევროკავშირისგან და ამიტომ არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, ამის საპასუხოდ, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გამონაკლისი დაუშვეს და საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც სახმელეთო საზღვარი არ აქვს ევროკავშირთან, მაგრამ სულ მალე გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრია.

მესამე, ამით გზავნილი გაუგზავნეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს, ვისაც უნდა დემოკრატია, განვითარება, თავისუფლება ევროკავშირის და ევროპა მის გვერდით იქნება".

გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველო დაჩქარებული წესით უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.

პოლიტიკოსი ქვეყნისთვის მთავარ იდეად ევროპას ასახელებს. „როგორც ეროვნული მოძრაობის დროს თავისუფლება და დამოუკიდებლობა იყო ეროვნული იდეა, სწორედ, ამ თავისუფლების და ეროვნული დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, ახალი ეროვნული იდეა არის ევროპა. ამის გარშემო უნდა გავერთიანდეთ ყველანი, - თქვა მან და განაგრძო, - ჩვენი მთავარი დაპირება არის, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, უმოკლეს ვადაში ცხრავე წინაპირობა იქნება შესრულებული და დაჩქარებული წესით, საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი... დავაჩქარებთ NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას და გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისკენ. აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს აქვთ ორი ალტერნატივა - აქეთ რუსული პასპორტი, რომელიც სიკვდილთან და უბედურებასთან არის ასოცირებული და მეორე მხარეს, ქართულ-ევროპული პასპორტი, რომელიც გასაღებია წარმატებისა და განვითარებისკენ".

გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების პლატფორმის" რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა. „გპირდებით, გვექნება ევროკავშირის სტანდარტის და დონის სასამართლო, რომელსაც აუცილებლად გავაკეთებთ და არასდროს არავინ საქართველოში არ იტყვის, რომ ჩემი უფლებები არის დარღვეული. ყველა იქნება თანაბარი და თანასწორი კანონის წინაშე. ის სასამართლო სისტემა, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, იქნება ამის გარანტი", - თქვა მან. 

ვაშაძე ახალი ფონდის შექმნის დაპირებასაც იძლევა. „ახალგაზრდებს ექნებათ განვითარების საშუალება - ჩვენ შევქმნით სპეციალურ ერთმილიარდიან ფონდს და ახალგაზრდა თაობას დავუფინანსებთ „სტარტაპებს“, რომ აქ, საქართველოში მათ მიაღწიონ დიდ წარმატებას", - განაცხადა მან. გარდა ამისა, მან გამოყო რამდენიმე პრიორიტეტული პროფესია. „ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი, მეცნიერი, ექიმი და ჯარისკაცი. ეს არის გამარჯვების ფორმულა. ეს ოთხი პრიორიტეტული პროფესია იქნება ჩვენთან და ყველას დაუფასდება შრომა", - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

„გამარჯვების პლატფორმის“ ლიდერად ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილი დაასახელა. 

პარტიის ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს ნიკა მელიას.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა და ქვეყნის საზღვარი მალულად გადმოკვეთა. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს სასამართლოებმა ბრალი ორ საქმეზე შეუფარდეს, სამი ეპიზოდი კი მიმდინარეა, ისიც და მისი თანაგუნდელებიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილს პოლიტპატიმრად თვლიან. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მის შეწყალებასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს, რომ "არა და არასდროს".

მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ციხეშია, შეიცვალა პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - ნიკა მელიას ნაცვლად, ამ თანამდებობაზე ახლა ლევან ხაბეიშვილია. ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პოლიტსაბჭო ახალი წევრებით დაკომპლექტდა და ძველ კადრებს თანამდებობის დატოვება მოუწიათ. ნიკა მელია ღიად ლაპარაკობს "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფორმალურ მმართველობაზე, თუმცა, ამის მიუხედავად, ჯერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельске пройдет IV Межрегиональный фестиваль национальных культур «Гармоничная Россия»



Здоровье

Уникальный интерактивный проект Ставропольской психиатрической больницы на выставке-форуме «Россия»




Українські новини

Досвідчені садівники обирають великі технічні горщики для своїх рослин і квітів



Новости 24 часа

"СВЯТОЙ ЛЕНИН: сенсация о прогнозах направит Америку и Европу творить добро?!



Game News

Take a mystery lover's holiday by solving crime on the Italian Riviera in On Your Tail



Москва

В тайге на севере Забайкалья продолжается борьба с лесными пожарами



News Every Day

Max free trial returns just in time for House of the Dragon season 2 this week



Настроение

Вечерело...



Москва

Компании «Пионер-М» и «Цифровые решения в строительстве» подписали соглашение об апробации цифрового сервиса по исполнительной документации DACON



Игорь Бутман

«Приносит деньги!»: Бутман заявил о нераздельности культуры и экономики



Москва

Главы Северной Кореи и Бахрейна направили президенту поздравительные телеграммы по случаю Дня России



Новак Джокович

Джокович обратился к Алькарасу после победы на «Ролан Гаррос»



Москва

Захарова: армянам - нота, апшеронцам – «да»



ЛокоТех

У сервисного локомотивного депо «Россошь – Пассажирская» появилась своя автомотриса



Симферополь

«Я жизнь люблю! – привыкла долго жить! »



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 308,9 тысячи детей в Московской области получают единое пособие



Москва

Собянин открыл приемное отделение Морозовской детской городской больницы



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Соцфонд выдал проактивно 3,2 млн сертификатов на материнский капитал



103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России





Топ 10 новостей последнего часа




Новости России

«Российская креативная неделя» пройдет в Москве в июле

НПОА планирует завершить работу техническое проектирование системы управления ракеты-носителя Амур-СПГ

"СВЯТОЙ ЛЕНИН: сенсация о прогнозах направит Америку и Европу творить добро?!

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 308,9 тысячи детей в Московской области получают единое пособие


Москва

2015 • «Лёд и Пламя» приглашает на турнир 14-15 сентября 2024 г юношей 2015 г.р. «Орион-Технопул» Московская область г.Балашиха






Rss.plus

"СВЯТОЙ ЛЕНИН: сенсация о прогнозах направит Америку и Европу творить добро?!

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Соцфонд выдал проактивно 3,2 млн сертификатов на материнский капитал

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Родители 308,9 тысячи детей в Московской области получают единое пособие

Семинар библиотекарей Ленинского округа прошел в Центральной библиотеке

Moscow.media
Москва

Собянин накануне Дня России наградил заслуженных москвичей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Владимир Высоцкий

Владимир Высоцкий и Кевин Спейси (1979)




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

На Играх стран БРИКС выступят выпускники амурских спортшкол

"Евро-Футбол.Ру": "Спартак" летом купит форварда только в случае ухода Соболева

Турнир по рукопашному бою в Солнечногорске собрал 250 спортсменов


ATP

Итальянский теннисист Синнер стал лучшей ракеткой мира в рейтинге ATP



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

"СВЯТОЙ ЛЕНИН: сенсация о прогнозах направит Америку и Европу творить добро?!



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России