ზელენსკი 12 დეკემბერს ვაშინგტონში ბაიდენს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი 12 დეკემბერს აშშ-ს ეწვევა ვიზიტად. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ის მიიწვია თეთრ სახლში, რათა განიხილონ „უკრაინის სასწრაფო საჭიროებანი და ამ კრიტიკულ მომენტში აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელების განსაკუთრებული მნიშვნელობა“ - იტყობინება თეთრი სახლის პრესსამსახური.
ვიზიტი დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა. ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვიზიტის მიზანია ხაზი გაუსვას აშშ-ის ურყევ ერთგულებას უკრაინის ხალხისთვის მხარდაჭერის საქმეში, როგორც ცნობაში წერია, „რუსეთის სასტიკი შეჭრის“ წინააღმდეგ თავდაცვაში.
ვაშინგტონში ზელენსკის სტუმრობაზე ადრე ლაპარაკი არ ყოფილა.
ის 10 დეკემბერს სტუმრობდა არგენტინას, სადაც მონაწილეობა მიიღო ახალი პრეზიდენტის ხავიერ მილეას ინაუგურაციაში და შეხვდა რამდენიმე ქვეყნის მეთაურებს.