სატვირთო მანქანის ბორბლებქვეშ - დამატებითი სარკე გამოსავალია?
გადატვირთული მოძრაობის პირობებში კიდევ უფრო სახიფათო ხდება ძველი სატვირთო მანქანები, რომელთა მძღოლები „ბრმა ზონის“ გამო ხშირად ვერც სხვა მანქანას ხედავენ და ვერც ფეხით მოსიარულეს. საქმის მცოდნე ხალხი ამბობს, სატვირთოზე სულ მცირე კიდევ ერთი სარკის დამატება ბევრის სიცოცხლეს გადაარჩენდა.