წითელი ზღვის კრიზისი: საქართველოში ფასების მატებას 2-3 თვეში ელიან
![წითელი ზღვის კრიზისი: საქართველოში ფასების მატებას 2-3 თვეში ელიან](https://gdb.rferl.org/01000000-0a00-0242-0ad7-08dc232b09f0_w800_h450.jpg)
ორ თვეზე მეტია, ჰუთები წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს თავს ესხმიან. ვითარების განმუხტვა ჯერჯერობით ვერც აშშ-ის და ბრიტანეთის საჰაერო კამპანიამ შეძლო. ქართველი იმპორტიორები ტრანსპორტირების გაზრდილ ფასებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მომხმარებელი ფასების მატებას, სავარაუდოდ, 2-3 თვეში იგრძნობს.