შოვს პერსპექტივა არ აქვს - რა ირკვევა მთავრობის დასკვნიდან
![შოვს პერსპექტივა არ აქვს - რა ირკვევა მთავრობის დასკვნიდან](https://gdb.rferl.org/01000000-0aff-0242-de3e-08db970d0b40_w800_h450.jpg)
შოვში მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, გაფრთხილების სისტემა კი სტიქიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს ვერ შეარბილებდა - ეს წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებულ დასკვნაში, რომელიც გეოლოგების ჯგუფთან ერთად მომზადდა და ბუბისწყლის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენებიდან მერვე თვეს გასაჯაროვდა. დასკვნაში შესაძლო საფრთხეებზეც წერია - შოვში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია.