„ვინც მაჩუქებს, ქორწილში დავპატიჟებ“ - არსებობს შანსი, ახლა იშოვოთ ბილეთი საფეხბურთო მატჩზე?
საქართველო-ლექსემბურგის საფეხბურთო მატჩში საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდეგ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს დიდი თავსატეხი გაუჩნდათ - ბილეთების შოვნა 26 მარტის მატჩზე, სადაც საქართველო საბერძნეთს ეთამაშება.