როცა ბრალდებულის სკამზე ქალი ზის - რას უნდა ითვალისწინებდეს ბრალდება და სასამართლო?
28 წლის ქალი, რომელსაც გამოძიება შეყვარებულის დაჭრას, ანუ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, სახლშია, მშობლებთან ერთად. საპატიმრო დაწესებულება მან 25 მარტს, გვიან საღამოს, 30 ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.