"თავს დამნაშავედ ვგრძნობ ხოლმე, აქ რომ ვარ" - ბრიტანეთს შეხიზნული უკრაინელების საზრუნავი
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში 175 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შევიდა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ქალი და ბავშვია. ქვეყანამ ლტოლვილთა მისაღებად გაამარტივა სავიზო რეჟიმი და შექმნა უკრაინული ოჯახების დახმარების ფონდი, რომელშიც მასპინძელი ოჯახები ჩართო.