ოქროს ზოდები ეროვნულ ბანკში - მიუთითებს ეს სანქციების მოლოდინზე?
დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებს წელს პირველად შემატა მონეტარული ოქრო: $500 მილიონის ღირებულების შვიდი ტონა ოქრო, რომელიც ლონდონიდან თბილისში უნდა ჩამოიტანონ, ქვეყნის მთლიანი რეზერვების 11%-ს შეადგენს.