"აგენტების კანონი" "ოცნებამ" კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცა - ხმაურიანი დღის ქრონიკა
„უცხოეთის აგენტების" კანონის განხილვის პირველი დღე ხმაურიანი პროტესტით დაიწყო და პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქციით გაგრძელდა. 19:30 საათისთვის რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. თითქმის 12-საათიანი სხდომის შემდეგ, „აგენტების კანონი“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა.