„მუშტებისგან ლამის თავი გამისკდა“: ვინ არიან აქციაზე წუხელ დაკავებულები - სია
16-17 აპრილს, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა 18 ადამიანი დააკავეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, ხუთი მათგანი კლინიკაშია. დაკავებულთა უმრავლესობა პატიმრობაში რჩება.