კადიროვის „მარჯვენა ხელი“ რუსეთის არმიის ერთ-ერთი მთავარი აღმზრდელი ხდება
რამზან კადიროვის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი, გენერალი აპტი ალაუდინოვი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური მუშაობის დარგში მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.