"ერის მტრების" მონაცემთა ბაზა - რა სიას ქმნის "ოცნება" და რატომ ახსენდებათ ოპონენტებს წითელი ტერორი?
შიშის დათესვა „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა შორის და საპროტესტო მუხტის დასუსტება – პოლიტიკოსები, ექსპერტები თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ერთიანი გეგმის ნაწილად განიხილავენ თავდასხმებს, მუქარასა და „მოძალადეთა“ სიის შექმნის გადაწყვეტილებას.