ზარი 11 წლის ლილესთან, 16 წლის კესოსთან, 13 წლის გოგოსთან, 10 წლის ბიჭთან - რატომ რეკავენ ბავშვებთან?
მეოთხე დღეა უცნობი პირები მოქალაქეებს უცხო ნომრებიდან ურეკავენ და მათ დაშინებას თუ შეურაცხყოფას ცდილობენ. ისინი „აზერბაიჯანიდან“, „სამხრეთ აფრიკიდან“, „ბურუნდიდან“, „მაროკოდან“, „უკრაინიდან“, ახლა უკვე ადგილობრივი მობილური ოპერატორებიდან რეკავენ მათთან, აგინებენ და ემუქრებიან.