მთავრობა დემონსტრანტებს 222-ე მუხლით ემუქრება - რატომ აფასებენ ამას „რეპრესიების დაანონსებად“
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციების უწყვეტობისა და გაძლიერების პარალელურად, მთავრობა იმუქრება, რომ თუ „შეკრება ძალადობრივი გახდება“, შინაგან საქმეთა სამინისტრო „აამოქმედებს“ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს.