ოკმელაშვილის საქმეში ნარკოტიკებიც გაჩნდა - როგორ და რატომ დააკავეს "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე რეჟისორი
„აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციების მონაწილე, 31 წლის გიორგი ოკმელაშვილს გამოძიებამ ბრალი დაუმძიმა. ადვოკატის თანახმად, პოლიციელზე თავდასხმის გარდა, მას „მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას“ ედავებიან.