ევროპის ბიბლიოთეკებიდან წიგნის ქურდობისთვის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
![ევროპის ბიბლიოთეკებიდან წიგნის ქურდობისთვის საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს](https://gdb.rferl.org/d8ad0c23-a39d-476e-8f3b-e96bfed3927a_w800_h450.jpg)
საქართველოს პროკურატურა იუწყება, რომ ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ბრალდებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. როგორც გამოძიებით დადგინდა, საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორის ძვირადღირებულ წიგნებს.