როგორ „დააწერინეს“ ვენეციის კომისიას კრიტიკული დასკვნა „აგენტების კანონზე“
![როგორ „დააწერინეს“ ვენეციის კომისიას კრიტიკული დასკვნა „აგენტების კანონზე“](https://gdb.rferl.org/01000000-0aff-0242-847f-08db6be0627b_w800_h450.jpg)
„დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“, - ამბობდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი 18 მაისს. სამ დღეში ვენეციის კომისიამ „აგენტების კანონი“ მწვავედ გააკრიტიკა და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდა. „აბსოლუტურად უსუსური არგუმენტაციაა“, - ამბობს ახლა პრემიერ-მინისტრი კობახიძე.