სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო
![სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო](https://gdb.rferl.org/01000000-0aff-0242-b11d-08dc52ee45d1_cx0_cy4_cw0_w800_h450.jpg)
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო. ეს საკითხი დღეს, 27 მაისს, განიხილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ლევან იოსელიანიც ესწრება.