Добавить новость
World News in Georgian


Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ცისარტყელა, საზამთრო, პეპლები, ყვავილები... „ლგბტ ჭინჭები“, რომელთა აკრძალვაც უნდათ

პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც „ლგბტ მარშების და შესაბამისი ფერადი ნივთების“ აკრძალვას ითხოვს. პირველად ამ წამოწყების შესახებ შალვა პაპუაშვილმა თქვა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ახალი კანონის შემოღების ინიციატორია ორგანიზაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი აფხაზეთის ომის მონაწილე, ყოფილი „მხედრიონელი“ დოდო გუგეშაშვილია.
პაპუაშვილს არ აუხსნია, რატომ ჩათვალეს პარლამენტში საჭიროდ, მიეღოთ გუგეშაშვილის ორგანიზაციის ეს ინიციატივა, როცა ქვეყანაში უკვე მოქმედებს კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“.
ამ კანონის მეათე მუხლი ამბობს: „დაუშვებელია საჯაროდ ისეთი შეკრება ან/და ისეთი მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ”.
ამ რეგულაციამ, თავის მხრივ, უკვე შეცვალა კანონი “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”. მიუხედავად იმისა, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი გასული წლის დეკემბერში შევიდა ძალაში და ის უარყოფითად შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვენეციის კომისიამ, ევროკავშირმა, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მცირე გამონაკლისის გარდა, ახალი კანონის მიმართ ოპოზიციას თავისი დამოკიდებულება არ გამოუხატავს, არც დისკუსიაში არ მიუღია მონაწილეობა.
“ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტთან დაკავშირებით განხილვებში არ ერთვება ჩვენი ოპოზიცია. ესე იგი ისინი დგანან პროპაგანდის მხარეს. ეს მარტივია”, - თქვა “ქართული ოცნების" სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ.
„რატომ უნდათ ლგბტ მარშების და ფერადი დროშების საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა? ძალიან მარტივია! მერე ყველა სანქციას ამ გადაწყვეტილებას დააბრალებენ! სანქციები მოდის ავტოკრატიისთვის და რეპრესიებისთვის დემოკრატიის უკუსვლისთვის და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და ეს არ აწყობთ! ამიტომ ეს მოიგონეს! მერე გამოვა კალაძე, ექსპერტები, ტროლები და იტყვიან, იმიტომ დაასანქცირეს, რომ მარშებს არ ვატარებთო! აგერ თქვენ და აგერ მე”, - დაწერა რეჟისორმა და ჟურნალისტმა გია ჭანტურიამ თავის ფეისბუკგვერდზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ.
თუმცა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა აკრძალავს (თუ ის კანონი გახდება) არა მარტო მარშებს (რომლებიც საქართველოში ისედაც არ ტარდებოდა), არამედ “ლგბტ ჭინჭებს”, ანუ ლგბტ მოძრაობის გამომხატველ სიმბოლოებსაც. რუსეთში სექსუალურ უმცირესობათა აღმნიშვნელი სიმბოლოების და ატრიბუტიკის გამოყენება ისჯება კანონით (ჯარიმით ან 15 დღით პატიმრობით), რადგანაც პუტინის ხელისუფლების მტკიცებით, წარმოადგენს „ექსტრემისტული ორგანიზაციების სიმბოლიკას“.
ასეთ სიმბოლოებს უკვე ადევს „შავი კვადრატები“, თუკი ისინი თუნდაც ერთი წამით ჩნდებიან ეკრანზე. ორი კვირის წინათ „ცისარტყელები და ჭინჭები“ აჩვენა საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულმა არხმა, პირდაპირ რეპორტაჟში ბოსტონიდან, სადაც ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ეს დროშები, რომლებსაც გულშემატკივრები აფრიალებდნენ (ასევე სპორტსმენები, რომლებიც თავიანთ თავს ლგბტ ჯგუფებს მიაკუთვნებენ), რუსეთის სპორტულ არხ „ოკოზე“ შავი კვადრატებით დამალეს.
დემოკრატიულ ქვეყნებში ეს ე.წ. ლგბტ სიმბოლიკა კარგა ხანია სექსუალურ უმცირესობათა სამყაროს „დეკორად“, გაფორმებად იქცა. თუმცა სინამდვილეში იდენტობის წარმოდგენა სიმბოლოს სახით სწორედ მაშინ ხდება, როცა ადამიანთა გარკვეული ჯგუფები მარგინალიზებული არიან. მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ადამიანთა თანასწორობა და ბედნიერების უფლება კონსტიტუციითაა განსაზღვრული. ამიტომაცაა, რომ სექსუალურ უმცირესობაში ეს სიმბოლოები განიხილება, როგორც თვითშეფასება, როგორც თავდაჯერება და, გარკვეული თვალსაზრისით, თავდაცვაც კი დისკრიმინაციულ, ჰომოფობიურ გარემოში. ყველა ამ სიმბოლოს თავისი საინტერესო ისტორია აქვს.


ვარდისფერი სამკუთხედითავიდან გამოიყენეს ნაცისტებმა ჰომოსექსუალი ადამიანების მოსანიშნად საკონცენტრაციო ბანაკებში. 1973 წელს აქტივისტებმა დასავლეთ გერმანიაში წარმოადგინეს, როგორც სიმბოლო ჰომოფობიის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად.


ცისარტყელას დროშაამერიკელი მხატვრის, გილბერტ ბეიკერის მიერ შექმნილი ეს ექვსფერა დროშა პირველად 1978 წელს სან-ფრანცისკოს გეი პრაიდზე გამოიყენეს. ცისარტყელას დროშა, რომლის იდეის ავტორი გეი პოლიტიკოსი ჰარვი მილქი იყო, ლგბტ საზოგადოების ერთიანობას ასახავს. ამავე დროს ყველა ფერს თავისი მნიშვნელობა აქვს - ვარდისფერი სექსუალობაა, წითელი - სიცოცხლე, სტაფილოსფერი - ჯანმრთელობა, ყვითელი - სითბო, მზის სინათლე, მწვანე - ბუნება, ფირუზისფერი - ხელოვნება, ინდიგო - ჰარმონია, წონასწორობა, იასამნისფერი - სული.


ლამბდაბერძნული ანბანის მეთერთმეტე ასოს გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იყენებენ, როგორც ჰომოსექსუალთა უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლოს. ლამბდა ასახავს მუდმივ მოძრაობას, ცვლილებას, განვითარებას და ამავე დროს - წონასწორობას, ბალანსს, თანასწორობას. აქტივისტები იმასაც იხსენებენ, რომ ძველ რომში ლამბდა გაგებული იყო, როგორც „სინათლის სხივი ბნელეთში“.


ორპირა ნაჯახიდამოუკიდებლობის, ძალის, თავდაცვის სიმბოლო ხშირად უკავშირდება მატრიარქალურ თემში გაერთიანებულ ამორძალებს, რომლებიც ორპირა ნაჯახით იცავდნენ თავს. ძველ საბერძნეთში ეს სიმბოლო, როგორც წესი, არაჰეტერონორმატიულ ღვთაებებს უკავშირდებოდა.


ტრანსგენდერების დროშაშეიქმნა 1999 წელს. ცისფერი და ვარდისფერი გამოხატავს მამრობითს და მდედრობითს, თეთრი - ყველაფერ დანარჩენს.


მწვანე მიხაკიოსკარ უაილდის ცხოვრების მუდმივი ატრიბუტი. ვიქტორიანულ ეპოქაში გახდა პირველი სიმბოლო ადამიანებისა, რომლებიც თავიანთ ჰომოსექსუალობას აღიარებენ.
საგულისხმოა, რომ მწვანე მიხაკი, როგორც ყვავილი, ოსკარ უაილდის ეპოქაში საერთოდ არ არსებობდა. შეიძლება ამიტომაცაა, რომ სწორედ ამ სიმბოლოს იყენებდნენ ყველაზე ხშირად ოსკარ უაილდზე კარიკატურების შემქმნელები.
კალამუსიუკავშირდება ამერიკელ პოეტს, უოლტ უიტმენს. ხშირად იყენებდნენ ამერიკულ გეი პრაიდებში.
უიტმენის "ბალახის ფოთლებში" არის ციკლი კალამუსზე, რომელსაც ხშირად გეი ლირიკად მიიჩნევენ.


ლავანდა„ლავანდური ქორწინება“ გულისხმობს ფიქციურ ქორწინებას წყვილებში, რომელთაგანაც ერთ-ერთი ადამიანი ჰომოსექსუალია. თუმცა ლავანდის ფერი ანდროგინურობის, ქვიარ იდენტობის გამომხატველიცაა, რადგანაც გულისხმობს ცისფრის და ვარდისფრის, ანუ მამაკაცურისა და ქალურის ერთიანობას.


იასაფო ხშირად ახსენებდა თავის ლექსებში. ამიტომ იას უფრო მეტად ლესბოსური სიმბოლოს სახით გამოხატავენ.


პეპელაპეპელას ხშირად ხატავენ ცისარტყელას დროშაზე, როგორც თანასწორობის და ტოლერანტობის სიმბოლოს. ამავე დროს პეპელა ტრანსგენდერული თემის სიმბოლოცაა და ტრანსფორმაციას გამოხატავს.


მარტორქამიუხედავად იმისა, რომ არაა ისეთი პოპულარული სიმბოლო, როგორც, მაგალითად, ცისარტყელა, გასულ წელს რუსეთის დუმაში მოითხოვეს, ამოიღონ საბავშვო თამაშებიდან მარტორქის, როგორც „ლგბტ სიმბოლოს“ გამოსახულება.
მარტორქა - გეი სიმბოლოს სახით დამკვიდრდა ბოსტონში 1974 წელს. მისი ერთ-ერთი ავტორი, ამერიკელი აქტივისტი ბერნი ტოალი წერდა, რომ "მარტორქა დაუფასებელი ცხოველია. უაღრესად მშვიდობისმოყვარე. თუმცა სასტიკი ხდება, როცა ებრძვიან".


საზამთროხილის სიჭრელე და მრავალფეროვნება ლგბტ მოძრაობის საფუძველია, ამიტომ, ბუნებრივია, რომ ცისარტყელას დროშას ხშირად აფორმებენ სხვადასხვა ფერის ხილით. ბოლო დროს პოპულარული გახდა საზამთრო, მისი ძლიერი, ინტენსიური წითელი ფერის გამო.




ლგბტ მარშები წარმოუდგენელია ყვავილების გარეშე. განსაკუთრებით გაზაფხულზე, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს მოწყობილ მსვლელობებზე.
სხვათა შორის, დოდო გუგეშაშვილს, რომლის ორგანიზაცია დღეს ლგბტ სიმბოლიკის აკრძალვას ითხოვს, თავის დროზე „მხედრიონელებმა“ დაარქვეს „თეთრი მაგნოლია“, რადგანაც ეს ყვავილი უყვარდა.
მაგნოლია არ არის იმ ყვავილებს შორის, რომლებსაც გუგეშაშვილის ორგანიზაცია „ლგბტ ჭინჭებს“ უწოდებს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media






103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России