აუცილებელია უმოკლესი გზით გავხდეთ მედია-ბაზრის ძირითადი მოთამაშეები – მაღლაფერიძე
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლადარჩეული დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი მაუწყებელი უმოკლესი გზით გახდეს მედია-ბაზრის ძირითადი მოთამაშე: „ორშაბათიდან ვიწყებთ სიტუაციისა და ინვენტარიზაციის აღწერას, უნდა გავარკვიოთ რა შესაძლებლობები გაგვაჩნია, შევქმნათ გრძელვადიანი გეგმა, სადაც ყველა აქტივობა იქნება გაწერილი. აუცილებელია უმოკლესი გზით გავხდეთ მედია-ბაზრის ძირითადი მოთამაშეები. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება “ნიუსრუმი” და ასევე, სხვა გადაცემებიც”, – განაცხადაახლადარჩეულმა დირექტორმა. […]