გორში ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა
პირველი ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის უკვე მზადაა. ქართველი მშვიდობისმყოფელების გაცილების ცერემონიალი გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.