შსს უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის პირდაპირი საპოლიციო თანამშრომლობა არ ხორციელდება, შესაბამისად, არ ხდება არანაირი ინფორმაციის მიმოცვლა. „სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის თანახმად, ძებნის ინიციატორი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ უნდა მიმართოს შუამდგომლობით იმ ქვეყნის კომპეტენურ ორგანოს, რომლის […]