ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია და ლორდი რიჩარდ ბალფი ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ნინო […]