"ეს არის ძალიან სამწუხარო, ჩვენს შემთხვევაში ეს ისტორიაში პირველად ხდება და არის დასაფიქრებელი, ჭკუის სასწავლებელი"
ევროპის საბჭოში სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტის სხდომა დასრულდა, ქართული მხარის მიერ წარდგენილი სამივე მოსამართლის კანდიდატურა ჩავარდა. ევროპის საბჭომ კანდიდატების სია უკან დააბრუნა, შესაბამისად, საქართველოში მოსამართლეთა შესარჩევად ახალი კონკურსი უნდა ჩატარდეს.