ე.წ. კანიბალიზმის საქმის განხილვა დახურულ ფორმატში მოხდება
ე.წ. კანიბალიზმის საქმის განხილვა დახურულ ფორმატში გაგრძელდება. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძემ მიიღო, რითაც დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდებისა და ერთ-ერთი ბრალდებულის, ირმა ყოჩიაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა. ამასთან, ბექა შენგელიას ადვოკატმა განმარტა, რომ დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე, მათი ინტერესია, პროცესი საჯარო იყოს. ბრალდებული და მისი ადვოკატი ასევე არ იზიარებენ პროკურორების განცხადებას, რომ საქმის განხილვისას გასაჯაროვდება გარკვეული დეტალები, რითაც […]