დატყვევებულ ქართველ მფრინავთან დაკავშირებით, მთავრობის მხრიდან მზაობაა, მუდმივი კომუნიკაცია იყოს კონგოს მთავრობასთან
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის თავად არ არის ჩართული ამ მოლაპარაკებებში. “ყველანაირად არის მზაობა მთავრობის მხრიდან, იყოს მუდმივი კომუნიკაცია კონგოს მთავრობასთან, რათა გვქონდეს მეტი ინფორმაცია ჩვენი მოქალაქის შესახებ, რათა მაქსიმალურად შევძლოთ მისი უფლებების დაცვა”, – განაცხადა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვერტმფრენის ჩამოგდების […]