ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სვეტიცხოველში 100 წლის წინანდელის მსგავსი ფოტო გადაიღეს
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ინიციატივით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ეზოში შეკრებილებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.