გიორგი მღებრიშვილი - მესაზღვრეებს დაევალებათ, დეტალურად გაესაუბრონ მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში მიემგზავრებიან
შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მან დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც მესაზღვრე-კონტროლიორებს 28 მარტიდან ოფიციალურად დაევალებათ, დეტალურად გაესაუბრონ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც თავისუფალი სავიზო რეჟიმი ვრცელდება.