300 სარჩელის მოგროვება არ არის რთული, ცოტა მეტი რატომ არ მოაგროვეს, ეს მიკვირს – ვოლსკი „ეს შენ გეხებას“ მიერ მომზადებულ სარჩელებზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში 300-ზე მეტი მოქალაქის სარჩელის გადაგზავნას ეხმაურება. “300 სარჩელის მოგროვება არ არის რთული, ცოტა მეტი რატომ არ მოაგროვეს, ეს მიკვირს. სახელმწიფომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი იმისკენ, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, რომელიც არ გამორიცხავს მისი უსაფრთხოების დაცვის ინტერესს. ეს არის ორი ერთი და იგივე […]