გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს
გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ნაცნობ-მეგობრებს აწ გარდაცვლილი ბაბუას არქივის შევსებაში დახმარებას სთხოვს. “ჩემო საყვარელო მეგობრებო, გადავწყვიტე გივის არსებული არქივი კიდევ უფრო შევავსო. გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ მასალა გივის შესახებ – ფოტოები, ვიდეოები, წერილები, ინტერვიუები, გამოაგზავნეთ მეილზე: giviberikashvili2017@gmail.com ძალიან დიდი მადლობა წინასწარ“, – წერს “ფეისბუქის“ გვერდზე ანო მაისურაძე.