ორი თვის განმავლობაში მოქალაქეებს განვუმარტავთ, რომ ჰქონდეთ ინფორმაცია რა ახალი წესები იქნება – შს მინისტრის მოადგილე
საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა – შესაბამისი განცხადება შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. “მესამე მოსმენით განვიხილეთ „საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონი“. ეს კანონი ძალაში შევა 1-ელი ივლისიდან. ჩვენ სწორედ ამ დროიდან გვექნება ქულათა სისტემა მართვის მოწმობაზე, ასევე ამოქმედდება უკონტაქტო პატრულირება. უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ მოვემზადოთ ამ კანონის აღსრულებისთვის. ორი თვე […]