"პროკურატურის ყველა მთავარი მტკიცებულება მოსამართლემ დასაშვებად ცნო"
ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესზე გამოცხადებული შესვენებისას განუცხადა. მისი თქმით, პროკურატურის ყველა მთავარი მტკიცებულება სასამართლომ დასაშვებად ცნო, დარჩენილია დაცვის მხარის ერთი შუამდგომლობა.