თავდაცვის მინისტრმა დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
კამპანია „მამის მეგობრისგან“ გრძელდება, თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილებს ამჯერად გასართობ ცენტრ „ისთ ფოინთში“ უმასპინძლა.