მოსკოვში დღეს თოვლი მოვიდა (ვიდეო)
ზაფხულის მეორე დღეს მოსკოვის მცხოვრებლები ანომალური თოვის მოწმეები გახდნენ – წერს რუსული მედია დღეს მოსკოვში მოსული თოვლის შესახებ. სოციალური ქსელები კი ამ მოვლენის ამსახველი ფოტო და ვიდეო-კადრებით გაივსო. დღეს უამინდობის შესახებ მოსკოვის მკვიდრთ სინოპტიკოსებიც აფრთხილებდნენ, მათ შორის 15 მ/წმ სიძლიერის ქარზეც, რომელმაც შესაძლოა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანოს.