"თეა წულუკიანი არის პოლიტიკური ბანკროტი"-ალექსი პეტრიაშვილი
„მის პოლიტიკურ კარიერას ხაზი ესმება და პოლიტიკურად ბანკროტი ხდება“-ასე ახასიათებს თავისუფალი დემოკრატების წევრი ალექსი პეტრიაშვილი ყოფილ თანაგუნდელს თეა წულუკიანს „პოსტსკრიპტუმთან“ საუბრისას.
თავისუფალი დემოკრატები ფიქრობენ, ქვეყანას თეა წულუკიანმა დამოუიდებელი სასამართლოს შექმნის შანსი წაართვა და საკუთარი ნების წინააღმდეგ, ეს გადაწყვეტილება პოსტის შენარჩუნების სანაცვლოდ მიიღო. კერძოდ კი საუბარია სასამართლოების თავმჯდომარეებისთვის პოსტების ვადის ამოწურვამდე შენარჩუნებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
„თეა წულუკიანი იქნება ეს თუ კიდევ ვინმე სხვა მალე დაინახავს, რომ იმ წუთიერი მავნებლური განცხადებით შეიძლება რაღაც კონკრეტულ მიზანს მიაღწიოს თავის კარიერაში, მაგრამ ეს განწირულია კრახისთვის. ის გახდა ამ სქემის ნაწილი რაც ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ წარუმატებლობისთვის განწირულია,"-განაცხადა პეტრიაშვილმა.