მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ ესტონეთი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას - ეკა ბესელია
ქართული დელეგაცია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მარინა კალიურანდისთან შეხვედრის შემდეგ, უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ ესტონეთი ღიად უჭერს მხარს საქართველო ევროპულ ინტეგრაციას.
„მინისტრმა ძალიან პირდაპირ და ნათლად თქვა, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ეს არის ერთ-ერთი ინიციატორი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ლობირებს ევროსტრუქტურებში, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ვიზასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეხვედრა შეაფასა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, მანანა კობახიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ის ცვლილებები, რომელიც დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით ხორციელდება ქვეყანაში, პოზიტიურად არის დანახული.
”ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ეს საკითხი არის ხელისუფლების მხრიდან სათანადოდ რეაგირებული,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.