ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული კულტურის 25 მოღვაწეს, მათ შორის თინა კანდელაკს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ლატვიამ რუსეთის 25 მოქალაქე, მათ შორის თინა კანდელაკი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ ქვეყანაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სია კიდევ უფრო გაფართოვდება.
საგარეო უწყება აცხადებს, რომ ამ ადამიანება გამოხატეს აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერა რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიისადმი. ისინი საჯაროდ ამართლებდნენ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას და ომს უკრაინაში.