ბელორუსული მხარე: უკრაინელებმა თითქმის ყველა სასაზღვრო ხიდი ააფეთქეს… ჩვენს მესაზღვრეებს უმიზნებენ
ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარის ანატოლი ლაპოს განაცხადებით, უკრაინელებმა ააფეთქეს თითქმის ყველა სასაზღვრო ხიდი. მისი თქმით, საავტომობილო, სარკინიგზო და სასაზღვრო გზები მთლიანად დანაღმულია.
„სიტუაცია სამხრეთის მიმართულებით რთულია. უკრაინული მხარის ძალისხმევა ორიენტირებულია სახელმწიფო საზღვრების დაცვის გაძლიერებაზე. დღეს თითქმის ყველა სასაზღვრო ხიდი აფეთქდა, საავტომობილო, სარკინიგზო, სასაზღვრო გზები მთლიანად დანაღმულია. ჩვენ ზეწოლის ქვეშ ვართ, უკრაინელები ჩვენს მესაზღვრეებს უმიზნებენ, ხანდახან ჰაერში ისვრიან, ტარდება მუდმივი საჰაერო დაზვერვა“, – განაცხადა ლაპომ.