მიხაილო პოდოლიაკი: პუტინი უკრაინას ტერორიზმში ადანაშაულებს? ეს ზედმეტად ცინიკურად გამოიყურება რუსეთისთვისაც კი
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ყირიმის ხიდი უკრაინის სპეცსამსახურებმა ააფეთქეს და მას „ტერორისტული აქტი“ უწოდა.
ტვიტერზე პოდოლიაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ტერორისტული სახელმწიფო და მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ არის ის.
„პუტინი უკრაინას ტერორიზმში ადანაშაულებს? ეს ზედმეტად ცინიკურად გამოიყურება რუსეთისთვისაც კი. 24 საათიც კი არ გასულა მას შემდეგ, რაც რუსულმა თვითმფრინავებმა 12 რაკეტა გაისროლეს საცხოვრებელ ზონაში ზაპოროჟიეში, რის შედეგადაც დაიღუპა 13 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. არა, მხოლოდ ერთი ტერორისტული სახელმწიფო არსებობს და მთელმა მსოფლიომ იცის, ვინ არის ის“, – წერს პოდოლიაკი.