ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ექიმებმა კლინიკიდან სასამართლოში გადაყვანის ნებართვა არ მისცეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მკურნალმა ექიმებმა კლინიკა „ვივამედიდან“ საქალაქო სასამართლოში მის პროცესზე დასასწრებად ეტაპირების ნება არ დართეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ექიმები სააკაშვილის გადაყვანაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ.