პერსონალურ მონაცემთა სამსახური “იმედის” სიუჟეტის საკითხს შეისწავლის
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის მიერ მოქალაქეების მონაცემების მოპოვება-დამუშავების ფაქტზე საკითხის შესწავლა დაიწყო. კერძოდ, ეს ეხება სიუჟეტს, სადაც ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე კრიტიკული კომენტარების ავტორებს ურეკავს და პასუხს სთხოვს.
მას შემდეგ, რაც სიუჟეტის ფორმამ და შინაარსმა არაერთი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ფეისბუქზე, მარიკა ბაკურაძემ განმარტა, რატომ დაურეკა მოქალაქეებს კრიტიკული მოსაზრებების გამო. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაპოსტა, თუმცა კომენტარების დატოვების შესაძლებლობა შეზღუდა.
ბაკურაძის თქმით, სიუჟეტი სიძულვილის თემის საილუსტრაციოდ მოამზადა.