მარია ზახაროვა აღაშფოთა რომის პაპის სიტყვებმა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აღაშფოთა რომის პაპის ფრანცისკეს სიტყვებმა, რომელმაც ჩეჩნებსა და ბურიატებს ყველაზე სასტიკი რუსი სამხედროები უწოდა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან.
„გაიხსენეთ, 90-იანი წლები – 2000-იანების დასაწყისში ჩვენ ხომ საპირისპიროს გვიმტკიცებდნენ – რომ რუსები, სლავები არიან ისინი, ვინც კავკასიელებს აწამებენ. ახლა კი გვეუბნებიან, რომ კავკასიელები ტანჯავენ რუსებს. ასე რომ მოიქცე, ჭეშმარიტების გამრყვნელი უნდა იყო“, – განაცხადა ზახაროვამ.
ცნობისთვის, რომის პაპმა განაცხადა:
„ზოგადად, ყველაზე სასტიკნი არიან, ალბათ, ის, ვინც რუსეთიდანაა, მაგრამ არ მიეკუთვნება რუსულ ტრადიციას, მაგალითად, ჩეჩნები, ბურიატები და ა.შ. რა თქმა უნდა, ის, ვინც თავს ესხმის რუსეთის სახელმწიფოა. ეს სავსებით გასაგებია. ხანდახან ვცდილობ, არ ვიყო კონკრეტული, არამედ ზოგადად დავგმო, თუმცა ცნობილია, ვის ვგმობ. არ არის აუცილებელი სახელის და გვარის მითითება“.