დღე ისტორიაში – 10 სექტემბერი
2019 წელს მარგარეტ ეტვუდმა გამოაქვეყნა “მხევლის წიგნის” გაგრძელება “აღთქმები”. წიგნებს შორის სხვაობა 15 წელია.
2015 წელს არქეოლოგებმა და მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკის გამოქვაბულებში ახალი ადამიანის მსგავსი სახეობა აღმოაჩინეს. სახეობა სახელად ჰომო ნალედი ძალიან ჰგავს თანამედროვე ადამიანებს და ითვლება, რომ ისინი ცხოვრობდნენ აფრიკაში სამი მილიონი წლის წინ.
2007 წელს CERN-ის დიდი ადრონული კოლაიდერი პირველად ამოქმედდა.
1999 წელს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე Fight Club-ის პრემიერა შედგა.
1993 წელს სამეცნიერო ფანტასტიკის სერიალის “X-Files” საპილოტე ეპიზოდი გავიდა FOX-ზე, აშშ-სა და კანადაში.
1991 წელს Nirvana-მ გამოუშვა სინგლი “Smells like Teen Spirit”.
1940 წელს ლონდონში ბუკინგემის სასახლე გერმანელებმა დაბომბეს.
1897 წელს ჯორჯ სმიტი, ლონდონელი ტაქსის მძღოლი, გახდა პირველი ადამიანი, ვინც დაჯარიმდა ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის.
1785 წელს მეგობრობისა და ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა პრუსიის სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის.
1509 წელს კონსტანტინოპოლში უმძიმესი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრას მოჰყვა ცუნამი და ორმოცდახუთდღიანი ბიძგები. ვარაუდობენ, რომ 1000-დან 13000-მდე ადამიანი დაიღუპა.
წყარო/ფოტო: The Fact Site