პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ შეხვდნენ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინს შორის ამურის ოლქში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ მოკლე საუბარი შედგა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მადლობა გადაუხადა პუტინს რუსეთში მიწვევისთვის.
„გმადლობთ, რომ მოგვიწვიეთ, მიუხედავად თქვენი დატვირთული გრაფიკისა“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა შეხვედრისას.
რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები კოსმოდრომ “ვოსტოჩნის” დაათვალიერებენ, რის შემდეგაც მოლაპარაკებებს გამართავენ.პუტინი კოსმოდრომზე პრიმორიედან ჩაფრინდა, სადაც აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.