რა იწვევს დეპრესიას და როგორია მისი სიმპტომები
დეპრესია ზოგჯერ უფრო მეტია, ვიდრე სევდა, სტრესი, დაძაბულობა ან შფოთვა. ქრონიკულ დეპრესიას, შესაძლოა, ისეთი სიმპტომები ჰქონდეს, რომელიც მენტალურთან ერთად ფიზიკურ ჯანმრთელობასაც აზიანებს.
- შფოთვის და სიცარიელის შეგრძნება
- უიმედობა, პესიმიზმი, დაბალი თვითშეფასება
- ტირილი ხშირად და უმიზეზოდ
- ბრაზის, უსუსურობის შეგრძნება
- ინტერესების დაკარგვა
- კონცენტრაციის უნარის მოშლა
- მეხსიერების პრობლემები
- უძილობა ან გადაჭარბებული ძილიანობა
- მადის დაკარგვა ან გაძლიერება
- ქრონიკული ტკივილი სხეულის რომელიმე არეში
- ფიქრები თვითდაზიანებაზე
ეს სიმპტომები თუ გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ თერაპევტს. დეპრესია უამრავი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ქიმიური დისბალანსი ტვინში, ჰორმონალური ცვლილებები, ბავშვობის ტრამვები, სამედიცინო გართულებები, გენეტიკური ფაქტორი და სხვა.
ჯანსაღი ცხოვრების წესი დეპრესიისგან გიცავთ და მასთან ბრძოლაში გეხმარებათ, მაგრამ თუ ამ მდგომარეობას ქრონიკული ხასიათი აქვს, მაშინ პროფესიონალის დახმარება აუცილებელია, რათა გართულებები თავიდან აირიდოთ.
წყარო: Health Line