სამხრეთ კორეამ შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს
სამხრეთ კორეამ შესაძლოა, სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის ბოლო შეხვედრის ფონზე, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა პარკ ჯინმა განაცხადა.
როგორც მედია წერს, სამხრეთ კორეა შეშფოთებულია ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებით.
„ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთთან იარაღით ვაჭრობის ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა უკიდურესად სერიოზული საფრთხე იქნება კორეის ნახევარკუნძულის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა პარკ ჯინმა.
სამხრეთ კორეამ ადრე არ დააწესა სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მაგრამ მხარი დაუჭირა საერთაშორისო ეკონომიკურ შეზღუდვებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.
პარკმა დასძინა, რომ სამხედრო თანამშრომლობა, მათ შორის იარაღით ვაჭრობა, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა.
„სამხრეთ კორეის მთავრობა გასცემს მკაცრ გაფრთხილებას“, – აღნიშნა მინისტრმა.