დიდმა ბრიტანეთმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
დიდმა ბრიტანეთმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ოფიციალურად აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციად.ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.
„დღეს, 15 სექტემბერს, რუსული კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერის ჯგუფი“ დასახელდა ტერორისტულ ორგანიზაციად. გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ და ბრიტანეთში „ვაგნერის“ ჯგუფის წევრობა ან აქტიური მხარდაჭერა სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა „ვაგნერისა“, დიდი ბრიტანეთს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში კიდევ 78 ჯგუფი ჰყავს შეყვანილი.
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ვაგნერის“ ჯგუფის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ გასულ თვეში განაცხადა.